
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
თემა:
მარხვა
მარხვა დედაა სიწმინდისა, ცოდვათა მამხილებელი და გამამტყუნებელი, ძლიერი შემწე სინანულისა და
მარხვა დედაა სიწმინდისა, ცოდვათა მამხილებელი და გამამტყუნებელი, ძლიერი შემწე სინანულისა და მოქალაქობა ანგელოზებრივი. ჭეშმარიტი მარხვა არა მარტო ხორციელი, არამედ სულიერი საქმეცაა. წმიდა დიდი ბასილი გვასწავლის: კაცნი, რომელნიც მოიკლებენ საჭმელსა და არ იშლიან ცუდთა საქმეთა, დაემსგავსებიან ეშმაკსა, რომელიც სულ არაფერს სჭამს, მაგრამ ღმრთის წინააღმდეგობას არ იშლის. ჭეშმარიტი სრული მარხვა ძმათა, მოძულეთა და მტერთა ბრალთა მიტევებაში მდგომარეობს. ასევე ჭეშმარიტი მარხვა ქველმოქმედება და მოწყალებაცაა.
|