წმ. სილუან ათონელი

რა სჯობია იმას, რომ ცხოვრობდე მორჩილებაში და სიყვარულში? მაშინ სულში იქნება მშვიდობა; არ გენდომება

რა სჯობია იმას, რომ ცხოვრობდე მორჩილებაში და სიყვარულში? მაშინ სულში იქნება მშვიდობა; არ გენდომება უპირატესობა ძმათა (შორის) წინაშე. თუ გეყვარება მტრები, სულში ადგილი არ ექნება სიამაყეს, რამეთუ ქრისტესმიერ სიყვარულში არ არის განდიდება. სიმაყე, როგორც ცეცხლი, ისე წვავს ყველაფერს კეთილს, მორჩილება ქრისტესმიერი კი აუწერლად ტკბილია. რომ იცოდნენ ეს ადამიანებმა, მთელი დედამიწა შეისწავლიდა ამ მეცნიერებას. მთელი ჩემი ცხოვრება, დღე და ღამე, ვსწავლობ ამას და ვერ დამიძლევია; ჩემი სული ყველაფერზე ფიქრობს; მე ჯერ კიდევ ვერ მიმიღწევია იმისათვის, რაც მსურს და ვერ ვმშვიდდები. მორჩილებით გთხოვთ ძმანო, რომელთაც იცით ქრისტესმიერი სიყვარული, ილოცეთ ჩემთვის, რათა ღმერთმა გამათავისუფლოს სიამაყისაგან, რათა ჩასახლდეს ჩემში ქრისტესმიერი მორჩილება.
 
თემატური კითხვები
0