არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

მესამე მცნების სულიერი თვალსაზრისი იმავე აპოკალიფსურ სახესთან დაბრუნებაა: თეთრ ქვაზე, ანუ მონანულ

მესამე მცნების სულიერი თვალსაზრისი იმავე აპოკალიფსურ სახესთან დაბრუნებაა: თეთრ ქვაზე, ანუ მონანულ გულზე, საიდანაც შინაგანი ცრემლი გულიდან ჭუჭყს რეცხავს, სულიწმიდა ახალ სახელს წერს. ასეთი სულისათვის იესო ქრისტეს სახელი ყოველთვის ახალია, ის მისთვის ახალი სიღმეებით, ახლებური სილამაზით, თავისი მარადიული განუმეორებლობით იხსნება. თეთრი ქვა ნიშნავს ადამიანისათვის შესაძლო უარყოფას არა მხოლოდ ცოდვიან, არამედ საერთოდ ქვეყნიური ზრახვებისა, იმისა, რაც ღვთის გარეშეა, რაც თავისი ბუნებით უცხოა სულისათვის. თეთრი ქვა მასზე დაწერილი იდუმალი სახელით, რომელიც არავინ უწყის, წმიდანთა მარადიულ დიდებად გვევლინება, რომლებისთვისაც ღმერთი მათი ყოფიერების სავსება გახდა.
    მესამე მცნების შესრულება - ეს ნიშნავს, მთელი ცხოვრება ღვთის სახელს დაუქვემდებარო, მთელი დრო ცხოვრებისა და გულის მთელი სივრცე მისით აავსო.
 
თემატური კითხვები
0