არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

ადამიანი სიკვდილის დღეს ხვდება, თუ რას ნიშნავს მისთვის ნათლობის მადლი. ორი ბეჭედი - ოქროსი და

ადამიანი სიკვდილის დღეს ხვდება, თუ რას ნიშნავს მისთვის ნათლობის მადლი. ორი ბეჭედი - ოქროსი და ბრინჯაოსი, თავიდან შესახედავად შესაძლოა არაფრით განსხვავდებოდეს ერთმანეთისაგან, მაგრამ დროთა განმავლობაში ბრინჯაო შავდება და მწვანე ნადებით იფარება, ოქრო კი ბრწინვალებას ინარჩუნებს. იმისი სულიც, ვინც ნათელ-იღო, ასევე განირჩევა მოუნათლავის სულისაგან, თუმცა სიცოცხლეში ისე ჩანდა, თითქოს ეს ადამიანები არაფრით განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან. დიდი უბედურებაა წახვიდე მარადისობაში ნათლობის საიდუმლოთი განუბანელი, ეკლესიასთან მიუერთებელი, დარჩე მისი ლოცვის საფარველის გარეშე, ნათელი და ბნელი ძალების სამყაროში, მფარველი ანგელოზის, როგორც შენი ერთგული გზამკვლევის გარეშე, დარჩე მარადისობაში მარტოხელა, დემონების ტყვე, მაცხოვრის ჯვარცმის მსხვერპლით გამოუსყიდველი.
 
თემატური კითხვები
0