ავტორი:
წმ. თეოფანე დაყუდებული
თემა: მორჩილება
უბედურებაა, როცა ადამიანის გული გამაძღარი და კმაყოფილია, ხოლო როცა იგი მშიერია და გლახაკი, ეს უფრო კარგია. კლახაკი ძლიერი ყინვის დროსაც კარგად დარბის და მათხოვრობს. წავიდოდა სამათხოვროდ, პურის ნატეხი რომ ჰქონოდა?
როცა უბედურებას გრძნობს ადამიანი, მის შფოთსა და შრომას დასასრული არ უჩანს. ასევეა გულიც! როცა მას უბედურების, სიგლახაკისა და შიმშილის გრძნობა ეწვევა, - მოსვენებას არ აძლევს იგი არც სხეულს, არც სულს. ხან ამას აკეთებს, ხან იმას. თავს არ იბრალებს და ნებისმიერ შრომას არად დაგიდევთ. შიმშილსა და უბედურებას კი, უფალი უგზავნის მლოცველსა და მვედრებელს. ეს ჯანმრთელობის ნიშანია. ავადმყოფს კი მადა არა აქვს; იგი მაძღარია, თუნდაც ერთი კვირა არაფერი ჭამოს. უფალო, შეგვიწყალენ ჩვენ!
მოკლე ძაფით დაბმული ჩიტი აფრინდება და ჩამოვარდება, ისევ აფრინდება და ჩამოვარდება. როცა ძაფი გრძელია, ჩიტი უფრო მაღლა და შორს ფრინდება, მაგრამ ისევ თავისი მიჯაჭვულობის ადგილზე ეცემა. ძაფი რომ არა, გაფრინდებოდა ჩიტი მწვანე ველებისაკენ. დიდ გალიებშიც დაფრინავენ ჩიტები, მაგრამ თავისუფლება არა აქვთ მათ. როგორ დავიხსნათ თავი?
როდესაც ცეცხლი ემუქრება დაბმულს, ისეთი ძალით გაიწევს, რომ რკინის ჯაჭვს გაწყვეტს, არათუ სუსტ ძაფს. რაღა დაგრჩენია, დაანთე უბედურების ცეცხლი შენს გარშემო. მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს, უდროობაშიც ზოგჯერ ჩვენ თვითონ ვართ დამნაშავენი.
უმჯობესია, წინასწარ არაფერი ჩაიფიქროთ - არც მონასტერში წასვლა და არც მონასტრის იქით; რამეთუ ამის ძალები არა გაქვთ. თქვენი შინაგანი უნდა შეაშფოთოთ და ააფორიაქოთ, რომ არ დაეძინოს. ძილში სამსონიც კი შეკრეს, თმა შეაჭრეს და ძალები წაართვეს.როცა გულში მონასტერია, მაშინ მონასტრული წყობა გინდ იყოს და გინდ არა, სულ ერთია. გულში მონასტერი აი, რა არის: ღმერთი და სული კაცისა. ოღონდ თუკი ღმერთი მოგიხმობს მონასტერში, უნდა წახვიდე. ოღონდ წინასწარ ნუ იფიქრებთ, რა შეგხვდებათ იქ. წარმოდგენაც არ შეგიძლიათ. თითოეული იქ ხვდება იმას, რაც სწორედ მას სჭორდება. ერთის მაგალითი მეორისას ჰგავს. უმჯობესია, ღვთის ნებას მიენდო და ყოველივე მიიღო ისე, როგორც ღვთის ხელიდან მომავალი [გვ. 80]