image

თემა: გულის განწმენდა,  იესოს ლოცვა

უფალი მოითხოვს წმინდა და სათნო გულს. ეს ხომ თქვენი მიზანიცაა! ამისკენ მიმართეთ მთელი თქვენი შრომა.
    გულს, ვნებიანი აზრები, გრძნობები და სურვილები აუწმინდურებს. მაშ, ყურადღება მიაპყარით თქვენს გულს და როგორც კი შეამჩნევთ მასში რაიმე ვნებიან მოძრაობას, მყის აღკვეთეთ იგი. ამის საუკეთესო საშუალებაა იესოს ლოცვა. ასეთ შრომას შინაგანი ბრძოლა ეწოდება. მის გარეშე ვერ განიწმინდებით და ვერ გახდებით უფლისათვის სათნო.
    გარეგნული მოღვაწეობის - განმარტოების, მარხვის, მღვიძარების, ლოცვის, სულიერი კითხვის გარეშე შინაგან ბრძოლაში წარმატების იმედი ნუ გექნებათ. თავდაუზოგავად მისდიეთ ამასაც. ძალა, რომლითაც გაწევთ ამ შრომას, სულის ცხონების ძლიერი წადილია. ეს წადილი ყველაფერში, რასაც ჯეროვნად მივიჩნევთ, ცოცხალ, ენერგიულ მოქმედებას მოითხოვს იმ იმედით, რომ ღვთის მადლი მუდამ შეგვეწევა. შრომა დიდია, მაგრამ ძალაც არანაკლები.
    მოშურნეობა ჩვენგან, ხოლო მადლიანი შემწეობა კი ღვთისაგან. ესაა მთელი განწყობილება, რომელსაც ესწრაფვით. შედეგი რა იქნება?
    თავგანწირული სიყვარული ღვთისა და და ღვთის გულისათვის ყველა ცოცხალი არსებისა. [გვ. 80]
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები