image

თემა: სათნოებები,  ქრისტიანობა

წმიდა გრიგოლ ნოსელი ქრისტიანებს ფერმწერებს ადარებს. "ყოველი ჩვენთაგანი საკუთარი ცხოვრების მხატვარია. ჩვენი სული მხატვრის ტილოს ჰგავს, სათნოებები - საღებავებს; იესო ქრისტე არის ნატურა, საიდანაც უნდა გადავიხატოთ". შესანიშნავი შედარებაა! როგორც მხატვარს აქვს გონებაში, წარმოსახვაში და თვალწინ ის საგანი, რომლის ტილოზე გამოსახვაც სურს, ასევე ქრისტიანი მზერას უნდა უსწორებდეს იესო ქრისტეს. ისევე, როგორც ფუნჯი, რომელსაც ფერმწერი იყენებს, ტილოზე ისეთ ფერებს დებს, რასაც ნატურაში ხედავს; ასევე ჩვენი ნება, თუ მადლით არის ძალმოცემული, იესო ქრისტეში დანახული სათნოებების აღსრულების მეშვეობით ცდილობს აღბეჭდოს მისი სახე სულში, და ჩვენ იმდენად ვხდებით ქრისტიანები, რამდენადაც მივემსგავსებით იესო ქრისტეს.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები