image

თემა: მადლი,  ადამიანი

დასაბამიცა და ჭეშმარიტებაც ისაა, რომ შეიცნო, რომ არარა ხარ, ნული და რომ არაფრისგან წარმოიშვა ყველაფერი. "თქუა და იქმნეს, თავადმან ბრძანა და დაებადნეს". თქვა და შეიქმნა დედამიწა და აიღო თიხა და გამოსახა კაცი: უსულო, უჭკუო, უბრალოდ თიხის ადამიანი. ეს არის შენი საკუთარი არსება. ესა ვართ ყველანი, მიწა და ლაფი.
    ეს პირველი გაკვეთილია მისთვის, ვისაც მადლის მიღება სურს, ოღონდ ისე, რომ მადლი სამუდამოდ მასთან დარჩეს. ამით იგი შემეცნებას იძენს, ამ უკანასკნელისგან კი იშვება სიმდაბლე. არა უქმი სიტყვებით სიმდაბლისმეტყველებს, არამედ, მტკიცე საფუძველზე დამყარებული ამბობს ჭეშმარიტებას: მე მიწა ვარ, მე თიხა ვარ, მე ლაფი ვარ. ეს არის ჩვენი პირველი დედა
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები