
ავტორი:
წმ. იოანე ოქროპირი
თემა: ამპარტავნება
სწავლა მჱ. ამპარტავნებისათვის.
ამპარტავნებითა დაეცა პირველქმნილი იგი ადამ, ნეტარისა მისგან ცხოვრებისა და კვალად ეშმაკიცა, რომელმან იგი აცთუნა, ამითვე სახითა დაეცა სიმაღლისა მისგან დიდისა. ამისთვისცა იცოდა უკეთურმან ცოდვისა მის ძალი, ვითარმედ ზეცით გარდამოგდებადცა შემძლებელ არს. ამისთვის ადამს მითვე სახითა ებრძოდა და დასცა, რამეთუ, აღზვავა იგი აღთქმითა მით სწორ ღვთისა ყოფისად, და ესრეთ დასცა და შთახადა ქვესკნელსა ჯოჯოხეთისასა, რამეთუ არა რაი ესრეთ უცხო ჰყოფს ღმრთისაგან და მისცემს გეენიასა ცეცხლისასა, ვითარ ამპარტავანებისა მძლავრებაი. რამეთუ რაჟამს ამპარტავანება ჩვენთანა იყოს, ყოველივე ცხოვრება ჩვენი არაწმიდა არს, გინათუ ქალწულებასა ვიქმოდეთ, ანუ თუ მარხვასა, ანუ ლოცვასა, ანუ მოწყალებასა, ანუ სხვასა რასა. რამეთუ არა წმიდა არს და საძაგელ უფლისა ყოველი მაღალი გულითა. დავაცხროთ უკვე ამპარტავანება ჩვენი და უკეთუ გვენებოს, რათა ვიყვნეთ წმიდა და განთავისუფლდეთ სასჯელისა მისგან, რომელი მიელის ეშმაკსა, ვითარცა პავლე იტყვის, ვითარმედ ნუ ახალ ნერგ, რათა არა აღზვავნე და სასჯელსა და საბრხესა ეშმაკისასა მიეცე, არამედ განერე ამის უსჯულოებისა საქმესა. უკეთუ გულის-ხმა-ვჰყოთ ბუნება ჩვენი და ცოდვათა ჩვენთა სიმრავლე მოვიხსენოთ, და მერმეთა მათ სატანჯველთა სიმწარე და სოფლისა ამის საქმეთა ამაოება, რომელი არათ უმჯობეს არს თივისა და ყვავილთა მათ არისათა უადვილესად დაჭკნების. უკეთუ ამას ყოველსა ვიგონებდეთ და სათნოებათა მათ წმიდათასა ვჰბაძვიდეთ, ვერა ოდეს დაგვცეს ეშმაკმან ამპარტავნებითა, ხოლო ღმერთმან მდაბალმან, სახიერმან და ტკბილმან მოგვანიჭოს ჩვენცა და თქვენცა გული შემუსრვილი და მდაბალი, რათა ესრეთ შევუძლოთ სხვათაცა სათნოებათა წარმართებად დიდებად უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესა, რომლისა თანა მამასა შვენის დიდება სულით წმიდითურთ, აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამი