თემა: მონაზვნობა, სათნოებები
ამბა დოროთეს აზრით, მოვალეობის გამო აღსრულებულ სხვადასხვა სათნოებებს მხოლოდ ხარკის მნიშვნელობა აქვს, რომელიც აუცილებელია, ყველამ გაიღოს - როგორც ძღვენი სახელმწიფოს და მეისთვის; ხოლო საკუთარი ნებით აღსრულებული სამონაზვნო მორჩილება, უპოვარება და ქალწულება, როგორც სათნოება, ღვთისადმი მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულით ბოძებული ძვირფასი ძღვენია, მსგავსად იმისა, როგორც სახელმწიფოში ცნობილი ადამიანები ხარკის გარდა, მეფეს უძღვნიან საჩუქრებსაც და ამის გამო მდიდრულ ჯილდოს, პატივსა და ხარისხს იღებენ.