ავტორი:
სულხან-საბა ორბელიანი
ვითარცა არიან მაკვდინებელნი თვალნი ვასილისკოთანი, - რომელიცა ცხოველი იხილა თვალითა, არა დაშთა
ვითარცა არიან მაკვდინებელნი თვალნი ვასილისკოთანი, - რომელიცა ცხოველი იხილა თვალითა, არა დაშთა ცოცხალი, - ეგრეთვე ამპარტავნებისა თვალმან რაოდენიცა იხილნის კაცთა შინა კეთილნი ქველნი, ყოველნივე მოაკვდინოს და განლიოს. ვითარცა ქარი სასტიკი რა ეკვეთოს ხვავსა და ბზისასა და განაბნიოს, ეგრეთვე ამპარტავნება რა შევიდეს კაცთა შორის, მადლთა ხვავთა მისთა სრულიად განაბნევს. ამპარტავანი გონებითა მივალს ზე აღმართ დიდებისად, ხოლო საქმითა მიერ აღმოჰკვეთს ქვე მთხრებლთა და შთავალს ჯოჯოხეთისა მიმართ.
|