image

თემა: მორჩილება

კეთილგონიერი მორჩილი სულიერი მამასთან იქცევა აი ასე: სულ რამდენიმე სიტყვით იგი ლაპარაკობს თავისი ზრახვების შესახებ ან ეუბნება თავისი მდგომარეობის შესახებ, რა თქმა უნდა მთავარს, არსებითს და შემდეგ სტოვებს სულიერ მამას თავისუფალს. სულიერი მამა ლოცულობს რა, საუბრის პირველივე მომენტიდან, ელოდება პასუხს ღმერთისაგან და თუ გრძნობს თავის სულში "შეტყობინებას" აძლევს თავის პასუხს, რომელზედაც საჭიროა გაჩერება, იმიტომ, რომ როცა გამოტოვებულია "პირველი სიტყვა" სულიერი მამისა, მაშინ იმასთან ერთად სუსტდება საიდუმლოების მოქმედება და აღსარება შეიძლება გადაიქცეს უბრალო ადამიანურ განხილვად. თუ სულიერი მამა და მორჩილი შეინარჩუნებს საჭირო ურთიერთობას, "შეტყობინება" ღმერთისაგან ხდება ჩქარა, თუ რატომღაც არ არის "შეტყობინება", მაშინ სულიერი მამა თავის მორჩილს ეკითხება უფრო სრულად თქვას აღსარება, ე.ი. მხოლოდ მაშინაა უფრო სრული ახსნა-განმარტება საჭირო, როცა ამის შესახებ თვით მოძღვარი გეკითხება. თუ აღმსარებელი სულიერი მამის პირველ სიტყვებს ყურადღებას არ აქცევს და თავისი ახსნა-განმარტებით გზას უღობავს მას, ამით თავისი რწმენისა და თავისი გაგების სიმცირეს, უკმარისობას ამჟღავნებს და ცდილობს დაფარული სურვილით გადმოხაროს სულიერი მამა თავისი აზრებისაკენ. ასეთ შემთხვევაში იწყება ფსიქოლოგიური ბრძოლა, რომელსაც მოციქულმა პავლემ "უსარგებლობა" უწოდა.(ებრ.13.17).
    რწმენა საიდუმლოს ძალაში, რწმენა იმისა, რომ უფალს უყვარს ადამიანი და არასდროს არ დატოვებს მას, რომელიც განუდგა საკუთარ ნებას და განსჯას ღვთის სახელისა და მისი წმიდა ნებისათვის, აქცევს მორჩილს შეურყეველად და უშიშრად. ღებულობს რა თავისი სულიერი მამისაგან მცებას, ან უბრალოდ რჩევა-დარიგებას თავის მისწრაფებაში შეასრულებს მას... და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იმიტომ, რომ იგი "გადავიდა სიკვდილიდან სიცოცხლეში". ბერი სილუანი თავისი ბერობის პირველივე დღიდან იყო სრულქმნილი მორჩილი და ამიტომ მისთვის თითოეული მოძღვარი იყო კეთილი მრჩეველი. იგი ამბობდა: თუ ბერები და საერთოდ მორწმუნე ქრისტიანები დაუჯერებენ სულიერ მამებს ყოველგვარი სასამართლოს გარეშე, უსიტყვოდ და შინაგანი წინააღმდეგობის გაუწევლად, ისინი გადარჩებიან და მთელი ეკლესია იცხოვრებს სრული ცხოვრებით. - ბერი სილუანის გზით მიმავალნი ჩქარა და ადვილად მიიღებენ ღვთის უდიდეს მოწყალებას, ხოლო საკუთარი ნების ამყოლნი, საკუთარი გონების დამჯერებელნი, როგორი ნასწავლიც არ უნდა უყონ ისინი, როგორი ჭკუამახვილნიც, შეიძლება დაღუპულ იქნან თვით მკაცრი გმირობის, ასკეტური ან მოძღვრულ-ღვთისმეტყველურ პირობებშიც... და მხოლოდ "ძლივ-ძლიობით" თუ გამოიკვებავენ თავს იმ ნამცეცებით, რომელიც ცვივა მოწყალების ტრაპეზიდან. ისინი უმეტეს შემთხვევაში იცხოვრებენ წარმოსახვით, რომ არიან მდიდრები, მაგრამ რა თქმა უნდა არ იქნებიან ასეთები სინამდვილეში. - ბერი ამბობდა: "სხვა საქმეა - გწამდეს ღმერთი და სხვაა იცოდე ღმერთი". ეკლესიური ცხოვრების ღრმა ზღვაში წმიდა ნაკადად მოედინება ჭეშმარიტი და სუფთა გადმოცემა სულიწმიდისა და ვისაც სურს დაეწაფოს ამ წმიდა ნაკადულს, მან უნდა უარყოს საკუთარი ნება, საკუთარი "განსჯა", რადგან იქ სადაც ცხადდება საკუთარი "განსჯა", აუცილებლად იკარგება სისუფთავე, იმიტომ რომ ამით ღვთის სიბრძნესა და სიმართლეს უპირისპირდება ადამიანური სიბრძნე და სიმართლე. საკუთარი "ბრძნობის" მოყვარულთ ეს აუტანლად მძიმედ ეჩვენებათ, ეჩვენებათ უგუნურ მოქმედებად, მაგრამ ის, ვინც არ შეუშინდა გამხდარი "უგუნური", მან შეიცნო ჭეშმარიტი ცხოვრება, ჭეშმარიტი სიბრძნე (1.კორ.3.18-19).
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები