image

თემა: მორჩილება

ამჟამად ძლიერ ცოტაა ბერებიდან, რომლებმაც იციან უფლის სიყვარული ჩვენს მიმართ და რომ მტერთან ბრძოლის დროს გამარჯვება შესაძლებელია ქრისტესმიერი მორჩილებით. უფალს ისე უყვარს ადამიანი, რომ ჩუქნის მას სულიწმიდის საჩუქრებს, მაგრამ სანამ სული ისწავლის მადლის დაცვას, ბევრი ტანჯვა მოელის.სულიწმიდის მიღების პირველ წელს მე ვფიქრობდი: "ცოდვები უფალმა მომიტევა: მადლი ამოწმებს ამას, სხვა რაღა მინდა?" მაგრამ ასე არ შეიძლება ფიქრი. თუმცა ცოდვები მიტევებულია, მაინც მთელი ცხოვრების მანძილზე მასზე უნდა ფიქრობდე და გახსოვდეს, გახსოვდეს და მწუხარებდე, რათა შეინარჩუნო შემუსვრილება. მე ასე არ ვაკეთებდი და შემიწყდა შემუსვრილება. ამიტომ ბევრი ტანჯვა განგიცადე დემონებისაგან. მე არ ვიცოდი რა ხდებოდა: ჩემი სული იცნობდა უფალს და მის სიყვარულს, როგორ მოდიოდა ჩემთან ცუდი აზრები? მაგრამ უფალს შევეცოდე და თვითონ მასწავლა, როგორ უნდა მორჩილება: "ამყოფე თავი შემი ჯოჯოხეთში და ნუ წარიკვეთ სასოს". და ამით დარცხდებიან მტრები, როცა გონებით გამოვდივარ (ცეცხლიდან) ცეცხლისაგან, ზრაზვები მაშინვე იძენენ ძალას.
    ვინც ჩემსავით დაკარგა მადლი, დაე მამაცურად ებრძოლოს ეშმაკებს. იცოდე, რომ შენ თვითონ ხარ დამნაშავე, ჩავარდი სიამაყესა და პატივმოყვარეობაში და უფალი გულმოწყალებით გაძლევს იმის შემეცნებას, რას ნიშნავს იმყოფებოდე სულიწმიდაში და რას ნიშნავს ებრძოლო დემონებს. ამგვარად სული გამოცდილებით შეიცნობს სიამაყის ზიანს, და მაშინ გარბის პატივმოყვარეობა, ადამიანური შექება, ზრახვებიც. მაშინ იწყებს სული გამოჯანსაღებას და სწავლობს მადლის დაცცვას, შენახვას. როგორ გავიგოთ, ჯამრთელია სული თუ ავადმყოფი? ავადმყოფი სული ამაყია, ჯამრთელ სულს კი უყვარს მორჩილება, როგორც ასწავლა მას სულიწმიდამ და თუ იცის ეს, თვლის თავის თავს ყველაზე უარესად.
    თუნდაც უფალმა მორჩილი სული აიყვანოს ცად ყოველდღე, დაანახოს ზეციური დედება, რომელშიც იმყოფება თვითონ, და სიყვარული სერაფიმებისა და ქერუბიმებისა, ასევე ყველა წმინდანისა, მაშინაც კი, იგი ნასწავლი გამოცდილებით, იტყვის: "შენ, უფალო, მანახებ მე შენს დიდებას, იმიტომ რომ შენ გიყვარს ქმნილება შენი, მაგრამ მე მომეცი (მაჩუქე) ცრემლი და ძალა რათა გმადლობდე შენ. შენ გშვენის დიდება ცაში და დედამიწაზე, მე კი მშვენის ტირილი ჩემი ცოდვებისათვის". სხვაგვარად ვერ დაიცავ სულიწმიდის მადლს, რომელსაც იძლევა უფალი გულმოწყალებით.
    უფალმა შემიწყალა მე და მომცა შემეცნება, რომ მთელი ცხოვრება საჭიროა ტირილი. ასეთია გზა უფლისაკენ. და აი ახლა ვწერ, მეცოდება რა ის ადამიანები, რომლებიც ჩემსავით ამაყნი არიან და იმიტომ იტანჯებიან. ვწერ, რათა ისწავლონ მორჩილება და მოიპოვონ სიმშვიდე ღმერთში. ზოგიერთი ამბობს: რომ ეს ოდესღაც, ადრე იყო, ეხლა კი ყველაფერი ეს მოძველდა, მაგრამ უფალს არასდროს არაფერი არ აკლდება, ჩვენ ვიცვლებით მხოლოდ, ვხდებით უფრო ცუდები და ვკარგავთ მადლს. ხოლო ვინც თხოულობს, უფალი მას აძლევს ყველაფერს არა იმისათვის, რომ ჩვენ ამის ღირსნი ვართ,არამედ იმიტომ, რომ უფალი მოწყალეა და ვუყვარვართ ჩვენ. მე იმიტომ ვწერ ამას რომ ჩემი სული იცნობს უფალს.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები