
ავტორი:
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
თემა:
წუთისოფელი
ქვეყანა მსახიობს ჰგავს, რომესაც სამეფო სამოსი აცვია და თავზე ყალბი ქვებით შემკული გვირგვინი ადგას.
ქვეყანა მსახიობს ჰგავს, რომესაც სამეფო სამოსი აცვია და თავზე ყალბი ქვებით შემკული გვირგვინი ადგას. მას თავისი შიფრი აქვს: სიამაყეს ადამიანურ ღირსებას უწოდებს, აღვირახსნილობას - თავისუფლებას, სისასტიკეს სამართლიანობას, ავხორცობასა და გარყვნილებას ბუნებრივ ზნეს, სიცრუეს სიბრძნეს, პირფერობას ჰუმანურობას და პატივისცემას, სიმხდალეს მოკრძალებას, მფლანგველობას დიდსულოვნებას, უხეშობას პირდაპირობას და ა.შ. ქვეყანა ჭეშმარიტ სათნოებას ვერ ამჩნევს, ის დაფარულია მისგან, იგი მხოლოდ იმას ხედავს, რისი გარჩევაც რეკლამებისა და თეატრალური რამპების შუქზე შეიძლება, მხოლოდ ყალბი სათნოების აღლუმს სცნობს და მორთულ-მოკაზმულთა პროცესიას წმიდანებად იღებს.
|