სამწუხაროდ, ადამიანის ფსიქოლოგია ისეთია, რომ ის, როდესაც ისეთ პიროვნულ ღირსებას იძენს, რომელიც

სამწუხაროდ, ადამიანის ფსიქოლოგია ისეთია, რომ ის, როდესაც ისეთ პიროვნულ ღირსებას იძენს, რომელიც სხვების მიერ დადებითად არის აღიარებული (სიმდიდრე, გამოჩენილობა, ავტორიტეტი მეცნიერებაში, პოპულარობა ხელოვნებაში და ა.შ.) და ბრბოსაგან გამოარჩევს, მასში ავტომატურად იბადება ამპარტავნება და პატივმოყვარეობა. ჭეშმარიტების შეცნობის გზაზე ეს მისთვის დაბრკოლებად იქცევა, რადგან მისი ცოდვებიდან გამომდინარე, ადამიანისთვის გაუცნობიერებლად, არა თავად ჭეშმარიტებაა მნიშვნელოვანი, არამედ ის ნაყოფი, რაც ჭეშმარიტების ფლობით სურს რომ მიიღოს - პრესტიჟი, საკუთარი მნიშვნელობის შეგრძნება, მატერიალური გამორჩენა, დიდება და ა.შ. ასეთი ნაყოფის მიღების შემდეგ თავმოყვარე „მე“ ტკბება, საკუთარ თავზე უზომოდ გაბერილი, მცდარი წარმოდგენა ექმნება, როგორც რჩეულზე ან მესიაზე.
 
თემატური კითხვები
0