image

თემა: ზიარება

მეუფეო, რატომ მიუშვა მეუფემ და მაცხოვარმა ჩვენმა ქრისტემ, გამყიდველი იუდა საიდუმლო სერობაზე საზიარებლად? მათეს სახარების განმარტებაში წმიდა იოანე ოქროპირი ამბობს: „უღირს ადამიანს საშინელ და საიდუმლო ტრაპეზთან მიახლება უნდა ავუკრძალოთ“; წმიდა პავლეც ამბობს (1 კორ. 11, 29), რომ ასეთი ადამიანი დაისჯება. აქედან კი გამოდის, რომ ვინც თავის ცოდვას შეიგნებს, მას უფლება არა აქვს გაკადნიერდეს და ამ პატიოსან და საშინელ საიდუმლოს მიეახლოს და მასში დაფარულ სიცოცხლეს ეზიაროს. ე. ი. როგორ მოვიქცეთ ამ დროს? მე, როგორც ცოდვილს, ძალიან მაწუხებს ეს.
საიდუმლო სერობაზე ღმერთმა იუდას ზიარებით თავის უდიდესი კაცთმოყვარეობა აჩვენა, რომ ის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე უთმენს ადამიანს, სურს რა მისი მოქცევა თავისი გზიდან და მისი გადარჩენა (ეზეკ. 33, 11). უფალმა იუდას იმიტომ დაჰბანა ფეხები და საზიარებლად იმიტომ მიუშვა, რომ ყოველგვარი თავის მართლების საშუალება არა მარტო მისთვის, არამედ იმათთვისაც წაერთმია, რომლებიც ყოველთვის იტყოდნენ, უფალს იუდა რომ ეზიარებინა, არ დაიუღუპებოდაო; მაგრამ იუდამ საკუთარ თავს თვითონ დასდო მსჯავრი, და მასზე აღსრულდა ის, რასაც მოციქული ამბობს: „ხოლო, უკუეთუ ურწმუნო იგი განეყენებოდის, განეყენენ“ (1 კორ. 7, 15). იგივე ეხებათ მოუნანიებელ ცოდვილებს. წმ. იოანე ოქროპირის სიტყვები კი სამსჯავროსა და ტანჯვაზე მუქარით შეგონებას ნიშნავს, რამეთუ მას არ უთქვამას განაგდონ, ან ეკლესიიდან განაყენონო, რაც არც იესოს გაუკეთებია იუდასთვის. ხოლო, თუ ისინი არ შეინანებენ და სიწმიდეებთან მიახლებას გაბედავენ, მაშინ თავად სდებენ საკუთარ თავს მსჯავრს და ღვთის დიდებას აკლდებიან. მაგრამ თუ ცოდვილები წმიდა საიდუმლოებებს ისე მიეახლებიან, როგორც მოწყლულები და წყალობის მთხოვნელები, მაშინ იკურნებიან და საღმრთო საიდუმლოებების ღირსნი თვად უფლის მიერ ხდებიან, რომელმაც თქვა: „არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად“ (მარკ. 2, 17), და კიდევ: „არა უხმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ სნეულთა“ (მარკ. 2, 17). და კვლავ ვიმეორებ, შემცოდეთათვის წმიდა ზიარების აკრძალვის თაობაზე წმიდა იოანეს მიერ ნათქვამი სიტყვების შინაარსი იმაში მდგომარეობს, რომ დავუდასტუროთ მას დანაშაული, რამეთუ: „რომელი არა ღირსად ჭამდეს და სუმიდეს, დასასჯელად თავისა თვისისა ჭამს და სუამს“ (1 კორ. 11, 29). ასეთი ადამიანი კი განვარდნილია ღვთის ეკლესიისაგან და ზიარებით ის ვერაფერს იძენს, დასჯის გარდა; სწორედ ამიტომ არ თქვა წმიდა იოანემ: „შეეფერებათ განყენებაო“, რომ საკუთარ თავს თვითონ გამოუტანონ მსჯავრი. და ზიარების ღირსად არც არავინ უნდა თვლიდეს საკუთარ თავს, არამედ უნდა ამბობდეს: „მე უღირსი ვარ, მაგრამ მრწამს, ზიარება მწმენდს“, და მასზე მისი რწმენის მიხედვით აღესრულება, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ, რომელსაც უკუნისამდე შვენის დიდება, ამინ.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები