ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: საზრდელის მიღება
542. თუკი ვინმე ძმებთან ერთად ტრაპეზის დროს სხვებზე ადრე დანაყრდება, შეიძლება თუ არა, აბბასაგან კურთხევა აიღოს და ადგეს? თუ უნდა იჯდეს, სანამ სხვებიც ადგებიან? ანდა, ხომ არ აჯობებს, რომ მან თავისი წილი პური ყველა შემოთავაზებულ საჭმელზე გადაანაწილოს?
თუ ვინმე ტრაპეზის დროს დანაყრდება, ჭამას აღარ აგრძელებს და ჯდომაც აღარ შეუძლია, მაშინ მას შეუძლია კურთხევა აიღოს და ადგეს. მაგრამ, უმჯობესია ტრაპეზის ბოლომდე დარჩეს; ხოლო ყველაზე უკეთესია, თავის წილი პური ყველა საჭმელზე გაანაწილოს.