ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: საზრდელის მიღება
528. თუ თანაბრად ნოყიერი ორი საჭმელია შემოთავაზებული, და მათგან ერთი იაფია, ხოლო მეორე - ღირებული, მაშინ პირველით უნდა დავიკმაყოფილოთ მოთხოვნილება? და, თუ იაფი საკვები მეორეზე სასიამოვნოა, რომელი ავირჩიოთ?
როდესაც ერთნაირ ორ სხვადასხვა საჭმელს შემოგვთავაზებენ, მაშინ თითოეული მცირედ-მცირედი ვიხმიოთ. ხოლო ორი განსხვავებული საჭმლიდან, უფრო მწირი უნდა ავირჩიოთ. ხოლო თუ ის სასიამოვნოა, და არის სხვაც, უფრო ღირებული, მაშინ უმჯობესია ეს უკანასკნელი ვჭამოთ. თუკი სხვა არ არის, მაშინ იაფით და სასიამოვნოთი ვისარგებლოთ, მაგრამ ჭამის დროს ტკბობის წინააღმდეგ უნდა ვიღვაწოთ და, ამასთანავე, საჭიროზე რამდენადმე ნაკლები უნდა ვიხმიოთ. განა ხშირად არ ხდება, რომ ავადმყოფობა ადამიანს არასასიამოვნო საკვების ჭამას აიძულებს, მაგრამ ის თავს ძალას ატანს და საკუთარი ჯანმრთელობისთვის ჭამს. ზუსტად ასევე, თუ საჭიროება რომელიმე სასიამოვნო საკვების გამოყენებას მოითხოვს, მაშინ უნდა ვჭამოთ ის; ოღონდ ადამიანი, როგორც უკვე ვთქვით, საკუთარ თავს უნდა დაუკვირდეს, რათა ის სიამოვნებამ არ დაამარცხოს; თუმცა მან ასეთი საქციელის შემთხვევაშიც, საკუთარი თავი უნდა გაკიცხოს და განიკითხოს.