ავტორი:
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი
თემა: თავშეუკავებლობა, საზრდელის მიღება
385. როგორ ვნებს ადამიანის სულს თავშეუკავებლობა საზრდელის მიღებაში?
ჭამაში თავშეუკავებლობა სხეულს ამძიმებს, გულს ამძვინვარებს და გონებას აბნელებს კუჭიდან ტვინში აღმავალი აურაცხელი ანაორთქლითა და გაზით. როგორც კი გამძღარი კაცი ლოცვაზე დგება, მას მაშინვე ძილი და სიზარმაცე ესხმის თავს, მის წარმოდგენაში იხატება მრავალი უხეში ოცნება, მის გულს არ ძალუძს შეიქმნას ლმობიერი.