თემა: მარხვა


სწავლა მარხულობაზე.

ერთხელ მამა სილოვანი და მისი მოწაფე ზაქარია ძმათა სანახავად ერთ უდაბნოში მივიდნენ, სადაც მთელი დღე და ღამე დარჩნენ და ძმათაგან კარგად პატივცემულნი იყვნენ. წამოსვლისას მათ კიდევ მიართვეს საზრდელი, ისინიც კარგად დანაყრდნენ და თავის უდაბნოსკენ მიმავალ გზას დაადგნენ. გზაზე ზაქარიამ წყარო დაინახა და წყლის დალევა მოინდომა, მაგრამ სილოვანმა უთხრა:
    -დღეს მარხვაა.
    -აკი ვჭამეთ დღეს, მამაო, - უპასუხა ზაქარიამ.
    -ის სტუმართმოყვარეობის სადილი იყო, - უთხრა სილოვანმა, - ხოლო ჩვენ, შვილო, ჩვენი მარხვა უნდა შევინახოთ. ძმათა სტუმართმოყვარეობისთვის პატივი რომ არ დაგვედო, ორნაირად შევცოდავდით: ერთი ის, რომ ჩვენს მასპინძელთ ვაწყენინებდით და მეორე ის, რომ ყველას წინაშე საყვირს დავცემდით - სილოვანი და ზაქარია მარხვის შემნახველნი არიანო... ამის შემდგომ, შვილო ჩემო, ფარულად იმარხულე.
    "რა ჟამს იმარხვიდე... არა ეჩვენო კაცთა მმარხველად, და მამამან შენმან, რომელი ხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ ცხადად" (მათე 6, 17-18)
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები