თემა: სასწაულები, ურჩობა, ცხოველები
სარკინოზთა ტყვეები.
მალქოს ასური (ხსენება 26. III) სირიის ანტიოქიის სიახლოვეს ცხოვრობდა პატარა დაბაში. იგი მშობლების ერთადერთი შვილი იყო. როდესაც მისი დაქორწინების დრო მოვიდა, მშობლებმა საპატარძლოს ძებნა დაიწყეს, მაგრამ მალქოსს მტკიცედ ჰქონდა გადაწყევეტილი, თავისი ცხოვრება ღმერთის სამსახურისთვის მიეძღვნა. მან დატოვა თავისი სახლ-კარი, მამული და შორეულ მონასტერში შეუდგა მორჩილების მსახურებას.
გამოხდა ხანი და ერთხელაც მალქოსმა შეიტყო, რომ მამა გარდაცვლოდა და სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა, რათა მემკვიდრეობა ჩაებარებინა და ქონება ზოგი ღარიბ-ღატაკთათვის, ზოგი - მონასტრისთვის,ზოგიც საკუთარი საჭიროებისათვის მოეხმარებინა.
წინამძღვარი ბევრს ეცადა გადაეთქმევინებინა განაზრახი; არწმუნებდა, რომ მისი ახირება ბოროტი სულისაგან მოდიოდა - რომ მისი მოწადინება კეთილი საქმის კეთების სურვილს ამოფარებული ეშმაკის საცდური იყო ოდენ, მაგრამ ვერ შეასმინა. როდესაც უღონო იქმნა იღუმენი, თვალცრემლიანმა გააცილა მალქოსი.
იმ გზაზე, რომელიც მალქოსს უნდა გაევლი, მოგზაურებს ხშირად ესხმოდნენ ხოლმე თავს სარკინოზები; ამიტომ, ვისაც გადაწყვეტილი ჰქონდა მგზავრობა, ერთჯგუფად ერთიანდებოდნენ, რათა სარკინოზების თავდასხმის შემთხვევაში ერთმანეთის დაცვა შეძლებოდათ. მალქოსიც ერთ ასეთ ჯგუფს მიეკედლა, რომელთა შორის ქალებიც იყვნენ. მაგრამ წინასწარი ზომების მიუხედავად, თავდასხმასა და ტყვეობას ვერ გადაურჩა. ერთ ქალთან ერთად, რომელიც საკუთარ ქმარს დააცილეს, ვინმე არაბის კუთვნილება შეიქნა, რომელმაც ისინი აქლემზე შესვა და თავის სახლში წაიყვანა (ამასობაში იმ ქალის ქმარი სხვა სარვინოზსს ერგო ტყვედ) დიდ სინანულში ჩავარდა მალქოსი, იღმენს რომ არ დაუჯერა,მაგრამ რაღას იზამდა! მშობლების სამემკვიდრეოს მფლობელობის ნაცვლად ახლა ის თვით აღმოჩნდა სარკინოზის მფლობელობაში. მოძალადე მეპატრონის აქლემით მთელი არაბეთის უდაბნო გადაიარეს და მის ქვეყანაში აღმოჩნდნენ. სარკინოზმა თავისი ტყვეები მოჯამაგირედ და მოახლედ დაიყენა და ოჯახში ყველაზე მძიმე საქმეებს აკეთებინებდა. მოგვიანებით მან მალქოსს უდაბნოში თვისი ცხვრის ფარის მწყემსობა დაავალა. მალქოსს ნუგეშად ისღა რჩებოდა, რომ თვისი მწყემსობით ის იაკობისა და მოსეს მსგავს ცხოვრებისეულ ვითარებაში გრძნობდა თავს და ფსალმუნების გალობით იშვებდა.
მაგრამ ეშმაკის ხვანჯები ტყვეობაშიაც არ ასცდა მალქოსს. როდესაც სარკინოზმა დაინახა, რომ მალქოსი მას გულმოდგინედ და კეთილსინდისიერად ემსახურებოდა და ფარაც განუმრავლა, გადაწყვიტა სიკეთითვე მიეგო მისთვის და ცოლად შესთავაზა ის ქალი, რომელიც მასთან ერთდ წამოიყვანა აქლემით. მალქოსმა უპასუხა, რომ ის ქრისტიანია და ქრისტიანთა კანონით არ შეიძლება ქორწინება ქალზე, რომელსაც ქმარი ცოცხალი ჰყავს. გაშმაგებულმა სარკინოზმა მახვილი იშიშვლა მალქოსის მოსაკვლელად და მალქოსიც ქალს მოეხვია, ვითომ თანხმობის ნიშნად, რათა სარკინოზის რისხვა დაეცხრო. მერე კი ქალი თავისთან წაიყვანა და ფიქრებს მიეცა ნუთუ იმიტომ დავიმარხე ქალწულება, რომ სიფარმაგეში სხვისი ცოლის ქმარი გავმხდარიყავი? ნუთუ იმიტომ დავტოვე სიჭაბუკეში სახლ-კარი და ღმერთის სამსახურისთვის უარი ვთქვი ქორწინებაზე, რომ ჩამედინა ის, რაც თავიდან აღვიკვეთე? არა, სჯობს დაიღუპოს ჩემი სხეული, ვიდრე სული დავღუპო საუკუნოდ დაე, აქ დარჩეს ჩემი წამებული სხეული - თავად გავხდები საკუთარი თავის მწამებელიცა და წამებულიც!“ ამგვარ ფიქრებში მყოფი გამოერკვა თუ არა, მიმართა ქალს: - იყავი მშვიდად, დედაკაცო; შენთვის უმჯობესი იქნება ვიყო მკვდარი წამებული, იდრე გექმრო ცოცხალი ქმრის პატრონს. იშიშვლა ხმალი და წვერით გულზე მიიბჯინა.
ქალი ფეხებში ჩაუვარდა და იესო ქრისტეს სახელით სთხოვა - არ დაეღვარა საკუთარი სისხლი. ხოლო თუ სიკვდილს ეძიებდა, ჯერ იგი მოეკლა და მერე საკუთარი თავი. ქალმა ისიც გაუმხილა, რომ კიდეც რომ დაბრუნებოდა საკუთარ ქმარს, მტკიცედ გადაეწყვიტა - დარჩენილი სიცოცხლე უბიწოდ გაეტარებინა. ამიტომ მან ფარული შეთანხმება შესთავაზა მალქოსს: დაე, ჩვენმა მტარვალმა ჩაგვთვალოს ცოლ-ქმრად, ხოლო ჩვენ ვიყოთ უმანკონი ურთიერთის მიმართ და ქრისტე ღმერთს რომ ეცოდინება, რომ შენ ჩემი სულიერი ძმა ხარ! ჩვენი ბატონებიც უფრო მოგვენდობიან, როდესაც ცოლ-ქმრად ჩაგვთვლიან.
მალქოსი აღაფრთოვანა ქალის ასეთმა წმინდა განზრახვამ და დათანხმდა მის სიტყვებს. ასე იცხოვრეს მათ გარკვეული დროის მანძილზე და პატრონის სრული ნდობა და კვთილგანწყობილება მოიპოვეს. ზოგჯერ მალქოსი თვეობით არ იყო ხოლმე სახლში, როგორც მისი ფარის ერთგული მწყემსი.
ერთხელ, დატყვევებიდან უკვე საკმაო დროის გასვლის შემდეგ, ღირს მალქოსს, ბუნებაში განმარტოებულს, მოეძალა ფიქრები თავის მონასტერზე - გაახხენდა იღუმენი, ვისთანაც საღმრთო წერილში და ბერულ ცხოვრვბაში განისწავლებოდა; გაიხსენა ის დარიგებაც, რომელიც მისგან მიიღო და არ კი დაემორჩილა და ამ დროს თავის წინ შენიშნა ჭიანჭველები.
პატარა, ვიწრო ალაგზე მიმოდიოდნენ ეს პაწაწკინტელა მწერები და თავიანთზე გაცილებით მძიმე ტვირთი დაჰქონდათ: ერთნი თესლებს დაატარებდნენ, სხვები - მიწას ზიდავდნენ ჭიანჭველების ბუდის შიგნიდან - საფარს იკეთებდნენ წვიმისგან დასაცავად, მესამენი - ზამთრისათვის საკვებს იმარაგებდნენ და თავისი ნესტრით აქუცმაცებდნენ მარცვლებს, სხვებს თავიანთი მკვდრების ცხედრები გამოჰქონდათ და, რაც ყველაზე გასაკვირი იყო,- მათი ასეთი სიმრავლის მიუხედავად, თავიანთი საბუდარიდან გამოძრომისას და შეძრომისას ერთმანეთს ხელს არ უშლიდნენ; პირიქით, როცა დაინახავდნენ, რომ რომელიმეს დიდი სიმძიმე მოაქვს, იმწამსვე მიაშურებდნენ ხოლმე დასახმარებლად. ამ სურათის შემყურე მალქოსს სოლომონის სიტყვები გაახსენდა: ,,მიდი ჭიანჭველასთან, მცონარავ, დააკვირდი მის ქცევას და ჭვუა იხწავლე. არა ჰყავს მას არც უფროსი, არც ზედამხედველი, არც ბატონი.ზაფხულობით იმარაგებს თავის პურს, აგროვებს თავის საზრდოს მოსავლის აღებისას“ (იგ. სოლ. 6, 6-8). გუნებაში იმ აზრმაც გაუელვა, რომ მისი ცხოვრება მონასტერში ამ ჭიანჭველების ფუსფუსს ჰგავდა - სადაც ყველანი მუშაობენ და საკუთარი არავის არაფერი აქვს, ყველაფერი საერთოა, და კიდევ უფრო დაამწუხრა საკუთარმა ტყვეობამ და თავისი მონასტერი და კერა მოენატრა.
როდესაც მისმა ქრისტესმიერმა დამ მოწყენით ნახა, მიზეზი ჰეითხა და მისდა გასაკვირად, ქალმა იგი გაქცევად გააზრახა. ოდონდ სთხოვა - თუ დაუსხლტებოდნენ თავიანთ პატრონებს, არ მიეტოვებინა და ქალთა მონასტერში განემწესებინა. მართლაც, დიდი ბჭობის შემდეგ მათ გაქცევის გეგმები დააწყვეს და ერთ მშვენიერ დღეს ახსენეს ღმერთი და გზას გაუდგნენ. ისინი მეტწილად ღამით გადაადგილდებოდნენ, რაც სარკინოზების და გამთანგავი მზის შიშით იყო გამოწვეული. ასე იარეს ორი დღის მანძილზე, მრავალი დაბრკოლება გადალახეს და მესამე დღეს, ერთ ბექობთან შეყოვნებულებმა, უკან მოიხედეს და დაინახეს ორი სარკინოზი, რომლებშიც მდევარი - ყოფილი პატრონი და მისი ყმა შეიცნეს, რომლებიც აქლემებით გამოჰკიდებოდნენ.
საწყლები შიშისაგან გაშეშდნენ, მაგრამ დიდ არს უფალი - უეცრად თავიანთ სიახლოვეს ღრმა გამოქვაბული შენიშნეს. დადგნენ არჩევანის წინ: ელოდათ ან მხეცისა თუ გველისაგან მოგვრილი საფრთხე, რომლებიც ამგვარ გამოქვაბულებში ბინადრობენ ხოლმე, ან უეჭველი სიკვდილი ბარბაროსებისაგან. მათ გადაწევიტეს: ,,თუ ღმერთი გვიშველის, სიკვდილს განგვარიდებს, ხოლო თუ მიგვატოვებს ჩვენ, ცოდვილთ, ეს გამოქვაბული ჩვენი საცხედრე გახდება“. მალქოსმა და ქალმა პირჯვარი გადაისახეს და გამოქვაბულის სიბნელეს მისცეს თავი. შესასვლელთან ახლოს კედელს აეკრნენ და გაიტრუნენ, მკვდრებივით იყვნენ - მხოლოდ იმის ძალა შერჩენოდათ, ქრისტეს სახელი წარმოეთქვათ. სარკინოზებმა, რომლებმაც, რა თქმა უნდა, დაინახეს, როგორ დაიმალნენ ისინი გამოქვაბულში, საზარელი ხმით დაიღრიალეს: „გამოდით გარეთ, ბოროტმოქმედნო!“ მაგრამ როდესაც პასუსი ვერ მიიღეს, მუქარითა და ლანძღვით მიიჭრნენ გამოქვაბულთან: ბატონი ამოღებული ხმლით დადგა შესასვლელთან, ხოლო ყმა შევარდა გამოქვაბულში და გასცდა კიდევაც ლტოლვილებს, რადგან მზის სინათლიდან სიბნელეში შესულს ხედვა უჭირდა. მაგრამ უეცრად გამოქვაბულის სიღრმიდან გამოვარღა ძუ ლომი, ჩაავლო პირი, ყელი გამოღადრა და თავის ბუნაგში წაათრია გამოქვაბულის სიღრმეში მალქოსი და ქალი ჩურჩულით ლოცულობდნენ და პირჯვარს იწერდნენ. როდესაც ბატონმა ყმისგან დაძახილზე პასუხი ვერ მიიღო, იფიქრა, რომ ის მისმა ნატყვევარებმა მოაშთეს და გაცეცხლებული, კბილების ღრჭენით შევარდა გამოქვაბულში. მაგრამ რამდენიმე ნაბიჯი ძლივს გადადგა, რომ მასაც იგივე ბედი ეწია - ძუ ლომმა ისიც დაგლიჯა. ამის შემდეგ ბუნაგიდან პირით გამოიყვანა თავისი ბოკვერი, უნდილი მზერით შეათვალიერა კედელს აკრული ადამიანები და მშვიდად გამოვიდა გამოქვაბულიდან. მალქოსი და ქალი კარგა ხანს იყვნენ გარინდებულნი. მერე, როდესაც დარწმუნდნენ, რომ ლომი უკვე შორს იქნებოდა, გამოვიდნენ სამალავიდან. გარეთ მათ სარკინოზების იქვე მდგომი აქლემები იხილეს - საკვებისა და წყლის მარაგით. მშიერ-მწეურვალი ქალი და მამაკაცი მომაგრდნენ, შესხდნენ აქლემებზე და გაუდგნენ გზას. ათი დღის შემდეგ მათ უკან მოიტოვეს უდაბნო და სამშვიდობოს გააღწიეს. მალქოსმა თავისი სულიერი და დედათა მონასტერს მიაბარა, ხოლო თვითონ თავის მონასტერს დაუბრუნდა. შემდეგში იგი ხშირად იგონებდა თავისი სავანის საძმოს წინაშე წინამძღვრისადმი საკუთარი დაუჯერებლობის სავალალო შედეგს და მოძღვრისადმი მორჩილებისა და თვით ყველაზე გამოუვალ მდგომარეობაშიც უფლისადმი მტკიცე სასოებისაკენ მოუწოდებდა მათ