თემა: მოწყალება, გარდაცვლილთა პატივისათვის, წმინდანები
წმიდანის ლოცვა-კურთხევა.
ვოლოგდის გუბერნიის ერთ ღარიბ სოფელში იყო წმიდა ნიკოლოზის სახელობის ხის ეკლესია. მაგრამ დროთა განმავლობაში ისე დაძველდა, რომ მასში ღვთისმსახურება შეუძლებელი გახდა. სოფლის მცხოვრებლებმა საერთო კრებაზე გადაწყვიტეს, ახალი ხის ტაძარი აეგოთ და ვოლოგდის მთავარეპისკოპოსის ლოცვა-კურთხევით ერთი ღვთისმოსავი მოხუცი საჭირო თანხის მოსაგროვებლად გაგზავნეს.
ერთ მშვენიერ დღეს მოხუცმა მიიღო სოფლის მღვდლის ლოცვა-კურთხევა და გზას გაუდგა. ოცდაათიოდე ვერსის გავლის შემდეგ იგი დაიღალა და დასასვენებლად ჩამოჯდა. ძილბურანში იხილა ზეციური ნათლით გაბრწყინებული წმიდა ნიკოლოზი. მან მოხუცს ალერსიანი ხმით ორად-ორი სიტყვა უთხრა:
-წადი რიბნაში, - და კვლავ უჩინარი შეიქმნა.
მოხუცი გამოფხიზლდა, დაფიქრდა, თუ რას ნიშნავდა წმიდანის მიერ ნათქვამი „რიბნა“ - ქალაქი იყო სადმე ასეთი თუ სოფელი. ეს სიტყვა ადრე არასოდეს სმენია. განაგრძო გზა. ყველა შემხვედრს ეკითხებოდა ამის შესახებ, მაგრამ ამაოდ. ბოლოს ერთმა შემხვედრმა უთხრა:
-ეს, ალბათ, იაროსლავლის გუბერნიაში მდებარე ქალაქი რიბინსკიაო, - და მოხუცმაც იქით გასწია.
ქალაქში დილით ჩავიდა, როცა ეკლესიის ზარები მლოცველებს წირვაზე უხმობდნენ. მოხუციც ტაძრისაკენ გაეშურა, ილოცა და სტოაში დადგა მოწყალების მისაღებად. მასთან ერთი მწუხარე სახის ხანდაზმული მანდილოსანი მივიდა და სთხოვა, წირვის შემდეგ დალოდებოდა, რადგან მასთან აუცილებელი საქმე ჰქონდა. მოხუცმა თანხმობის ნიშნად მდაბლად დაუკრა თავი.
წირვა დამთავრდა. ხანდაზმული მანდილოსანი სულ ბოლოს გამოვიდა ტაძრიდან, მიუახლოვდა მოხუცს და სთხოვა, შინ გაჰყოლოდა. ისინი მდიდრულად მოწყობილ სახლში მივიდნენ. ქალმა მოხუცი ძვირფასი სტუმარივით მიიღო და კარგად გაუმასპინძლდა. სადილის შემდეგ ფულით სავსე ქისა გამოიტანა, მოხუცს გადასცა და უთხრა:
-დღეს ორმოცი დღე შესრულდა ჩემი ქალიშვილის, მარიამის გარდაცვალებიდან. მე ღმერთს აღთქმა მივეცი, რომ მთელ მის მზითევს - ოცდაათი ათას მანეთს გადავცემდი ტაძრის ასაგებად მოწყალების მთხოვნელ პირველსავე კაცს. ასეთი შენ ხარ და ჩემი ქალიშვილის სახელით, რომელიც დიდ პატივს სცემდა წმიდა ნიკოლოზს, მიიღე ეს ფული. მე ძალზე მოხარული ვარ, რომ ტაძარი, რომლის ასაგებადაც შენ ფულს აგროვებ, წმიდა ნიკოლოზის სახელობის იქნება.
მოხუცი მშობლიურ სოფელში დაბრუნდა და ყველას მოუთხრო ეს ამბავი. მთელი სოფელი მადლობდა ღმერთსა და წმიდა ნიკოლოზს. იმ ფულით, რომელიც მოხუცმა ჩამოიტანა, არა ხის, არამედ ქვითკირის ტაძრის მშენებლობა დაიწყეს.