წმ. თეოფანე დაყუდებული - ხიბლი
წმ. თეოფანე დაყუდებული

თემა: ხიბლი,  იესოს ლოცვა

მტრების წინააღმდეგ უდიდეს იარაღს ფლობს ის, ვისაც ლოცვიდან მომდინარე სიხარულისაგან თავის განდიდების დასაცავად აქვს შემუსვრილების ცრემლი. ვინც ყურადღებით უფრთხილდება ასეთ ხალისიან მწუხარებას, ის ყოველგვარ ზიანს აღწევს თავს. ნამდვილი, მოუხიბლავი, იესოს ლოცვის სითბო ასეთნაირ ცეცხლს აღძრავს ჩვენი გულის ნიადაგზე, რომ ვნებები, როგორც ეკლები, ისე იწვებიან. ის ხალისით და სიმშვიდით აღავსებს სულს და მოგვეახლება არა მზის აღმოსავალი და დასავალი ქვეყნებიდან ან ზემოდან, არამედ ცხოველსმყოფელი სულისაგან ამოხეთქავს გულში ანკარა წყაროს წყალივით. შეიყვარე და ისურვე, რომ მხოლოდ ის მოიპოვო შენს გულში, გონება დაიცავი ოცნებებისაგან. მასთან მყოფს არაფრის შეგეშინდება, რამეთუ ის, ვინც თქვა: "კადნიერ იყვენით, მე ვარ, ნუ გეშინინ!" - თავადაა შენთან. ვინც ასე განეწყობა, იცხოვრებს სიმართლით და უბიწოდ; თავს დაიცავს კაცთმოთნეობისაგან და თავმაღლობისაგან, ის არ შეირყევა და არანაირი ზიანი არ მიადგება, თუნდაც მთელი ეშმაკთა მხედრობა აღდგეს მის წინააღმდეგ და ურიცხვი განსაცდელები დაატეხონ თავს.
image image
 
თემატური კითხვები
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები