წყარო:
ჩვენთან არს ღმერთი [გვ. 57]
სიკვდილი და უკვდავება
სიკვდილი და უკვდავება
ადამიანი დედამიწაზე არც ისე დიდხანს ცოცხლობს. თუ საშუალოდ ავიღებთ 70 წელს, აქედან ადამიანი 23 წელს ძილს ანდომებს, 10 წელი იგი იმ ასაკშია, როცა დამოუკიდებლად ვერაფერს სწყვეტს, 10 წელსაც სწავლას ანდომებს. ე. ი. ამ 70 წლიდან მას რჩება დამოუკიდებელი, აქტიური ცხოვრების 27 წელი. და ამ წლებსაც უმეტეს შემთხვევაში უაზროდ ვფლანგავთ, ისე ვიქცევით, თითქოს დაუსრულებლივ ვიცხოვრებთ ამ წუთისოფელში. მაგრამ ხომ ფაქტია, რომ სიკვდილი აუცილებლად მოვა და გაანადგურებს ყველაფერ ამ ქვეყნიურს: გონებას, ნიჭს, სიმდიდრეს, თანამდებობას.
ყოველწლიურად დედამიწაზე სამოც მილიონამდე ადამიანი ეთხოვება სიცოცხლეს, ყოველ წამში 111-მდე ადამიანი ტოვებს ამ ქვეყანას და უბრუნდება იმ მიწას, რომლისგანაც შექმნა იგი ღმერთმა და ჭირისუფალნი ყოველთვის გაოგნებულნი რჩებიან და იმედგაცრუებულნიც: სად მიდის ამ ქვეყნიდან წასული კაცის გონება, აზრი, რისთვის ისწავლა კაცმა ამქვეყნად? თუკი ღმერთი უკვდავია, რატომ არ დაანათლა თავის ქმნილებასაც ეს უკვდავება? რა საჭირო იყო ადამიანის შექმნა, თუ იგი უკვდავი არ იქნებოდა? რისთვის მისცა მას ღმერთმა სიბრძნე, სიყვარული, რწმენა, თუკი ყველაფერ ამას მიწა ჩაყლაპავდა?
აი, ასეთი ფიქრები იპყრობს ჭირისუფალს. მაგრამ ღმერთმა დაგვიფაროს ასეთი მცდარი აზრებისაგან. უფალი ასე როდი იმეტებს ადამიანს? რომელი მამა გაიმეტებს პირმშოს სასიკვდილოდ?! ღმერთმა ადამიანის სული უკვდავი შექმნა და იგი არასოდეს არ მოკვდება. არ მოკვდება იმიტომ, რომ სული მატერია არაა და მიწა ვერც მიიღებს. იგი საიქიოსაკენ ისწრაფვის, საიქიოსაკენ, სადაც მიაქვს ადამიანს ყველა ის სულიერი საგანძური, რაც დედამიწაზე დაუგროვებია.
ადამიანის სულის სამუდამო სამყოფელი ზეცაა. ამიტომაც ისწრაფვის იგი ზეცისაკენ. მაგრამ ასეთი სწრაფვა მხოლოდ იმ ადამიანთა სულებს აქვთ, რომელთაც სწამთ თავიანთი შემქმნელისა და რომლებიც სულიერი ცხოვრებით ცხოვრობენ. ხოლო მათთვის, რომელთაც არ სწამთ შემოქმედისა და ყოველნაირად ცდილობენ დაეპატრონონ ყოველივე ამქვეყნიურს და იხვეჭენ სიმდიდრეს, იძენენ აუარებელ ნივთებს და თვითონვე ტკბებიან თავიანთი ცხოვრებით, თავი მოაქვთ იმით, რომ ღმერთის დაუხმარებლად შეძლეს შეექმნათ მიწაზე "ცხოვრების სამოთხე", მართლაც საშინელი იქნება გარდაცვალების შემდგომი ცხოვრება, როცა მათი სულები ვერ შეაღწევენ ცის სასუფეველში. ამიტომაც, ისინი ეძლევიან გულუბრყვილო ოცნებებს და ფიქრობენ, რომ შესძლებენ შეისყიდონ სიცოცხლე დედამიწაზე მუდმივად. მაგრამ ეს ფუჭი ოცნებაა. ღმერთს რომ ადამიანისათვის მიწაზე მიენიჭებინა უკვდავება, სიკვდილი არც იქნებოდა. მაგრამ ყოველდღიურობა გვიმტკიცებს, რომ ეს ასე არ არის. ჩვენს თვალწინ კვდება უამრავი ხალხი, ჩვენს თვალწინვე დღეს ღამე ცვლის, ზაფხულს – შემოდგომა, შემოდგომას – ზამთარი, ზამთარს – გაზაფხული და ისევ დგება ზაფხული. წელიწადის დროთა ეს მონაცვლეობაც ხომ ბევრის მთქმელია... პირველყოვლისა კი იმის ნათელი დადასტურებაა, რომ სიკვდილით არ მთავრდება ადამიანის ცხოვრება.

|