ილია II
ავტორი: ილია II
თემა: ეკლესია

რა ახასიათებს ქრისტეს ეკლესიას? ეკლესია ერთიანია, წმიდაა, კათოლიკე და სამოციქულოა. იგი დაარსდა

რა ახასიათებს ქრისტეს ეკლესიას? ეკლესია ერთიანია, წმიდაა, კათოლიკე და სამოციქულოა. იგი დაარსდა სულთმოფენობის დღეს. ქრისტეს ეკლესიის პირველნი წევრნი მუდამ იმყოფებოდნენ მოძღურებასა მას მოციქულთასა და ზიარებასა და განტეხასა პურისასა და ლოცვასა... აქებდეს ღმერთსა... ხოლო უფალი შესძინებდა ცხოვნებულთა დღითი-დღედ ეკლესიასა (საქმე მოც. 2,42-47). ეკლესიაში არ არის გაყოფა, მისი წევრნი არ არიან ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილი დამოუკიდებელი ჯგუფები, მათ აქვთ ერთი გული, ერთსულ არიან, მათ ხელმძღვანელობს ერთი და იგივე სული წმიდა, ისინი შეადგენენ ერთ მთლიანობას - ქრისტეს სხეულს. მხოლოდ ეკლესიაში და ეკლესიის ლოცვით შეიძლება გახდეს ადამიანი ტაძარი სულისა წმიდისა.
თემატური კითხვები
0