
ავტორი:
ილია II
თემა:
ეკლესია
ეკლესია ერთია, მაგრამ დაყოფილია ადგილობრივ და ეროვნულ ეკლესიებად რომელნიც არიან წევრნი ერთი წმიდა,
ეკლესია ერთია, მაგრამ დაყოფილია ადგილობრივ და ეროვნულ ეკლესიებად რომელნიც არიან წევრნი ერთი წმიდა, მსოფლიო სამოციქულო ეკლესიისა. მასში შედიან: კონსტანტინეპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის, რუსეთის, საქართველოს, სერბეთის, რუმინეთის, ბულგარეთის და სხვ. ეკლესიები. წმ. კვიპრიანე ამის შესახებ შესანიშნავად ამბობს: "მზე გამოჰყოფს უამრავ სხივს, მაგრამ ნათელი ერთია; ხეს გააჩნია ტოტები, მაგრამ იგი ერთია; ნაკადულნი ერთი სათავისგან გამოედინებიან... განაცალკევე მზის სხივი მზისაგან - ერთიანობა არ დაუშვებს სინათლის ცალკე არსებობას; ჩამოაჭერი ხეს ტოტი - ჩამონაჭერი დაკარგავს სიცოცხლეს; გათიშე ნაკადული სათავისაგან - ნაკადული დაშრება. მსგავსად ამისა, უფლის ნათლით გაცისკროვნებული ეკლესია მსოფლიოს ჰფენს თავის სხივებსა და ამავე დროს ის მაინც ერთია, არ ირღვევა მთლიანობა მისი სხეულისა, მთელს ქვეყანაზე გადაშლილი აქვს თავისი ნაყოფიერი ტოტები".