
ავტორი:
ილია II
თემა:
ეკლესია
წმ. იოანე ოქროპირი, კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსი, რომელიც ცხოვრობდა IV ს-ში და საქართველოში
წმ. იოანე ოქროპირი, კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსი, რომელიც ცხოვრობდა IV ს-ში და საქართველოში აღასრულა თავისი ამქვეყნიური ცხოვრება, შესანიშნავად წერს ქრისტიანთათვის ეკლესიის აუცილებლობაზე: "შეუძლებელია ზღვის გადაცურვა გემის გარეშე. ქრისტეს წმიდა ეკლესია დედამიწაზე იგივეა, რაც გემი ზღვაში. ამ სულიერი გემის ბატონ-პატრონი თვით ყოვლისშემძლე მამა ღმერთია, საჭეთმპყრობელი - მხოლოდშობილი ძე მისი, წამყვანი ქარი - სული წმიდა, მმართველნი გემისა არიან მოციქულნი და მათი მემკვიდრენი, მოძღვარნი და მასწავლებელნი ეკლესიისანი, მგზავრნი - მართლმორწმუნე ქრისტიანენი, ძირი და საფუძველია. მართალი რწმენა წმიდისა სამებისა, კედლები, წინა ნაწილი და გემის საჭე წარმოდგენილია როგორც სარწმუნოების დოგმები, ღვთის მცნებები, გადმოცემანი ეკლესიათა, კანონნი მოციქულთა და მსოფლიო კრებათა".