ილია II
ავტორი: ილია II
თემა: ეკლესია

მაცხოვარმა ეკლესიას მიმადლა ძალა სულისა წმიდისა. ყოველგვარი არსებობა განსაზღვრულ ფორმას მოითხოვს.

მაცხოვარმა ეკლესიას მიმადლა ძალა სულისა წმიდისა. ყოველგვარი არსებობა განსაზღვრულ ფორმას მოითხოვს. ფორმა საჭიროა ქრისტიანის რელიგიური ცხოვრებისთვისაც და იგი პოვებს კიდეც მას ეკლესიაში მრავალგვარი სახით გამოვლენილს. ჩვენს ტაძრებში აღესრულება საიდუმლოებანი: ნათლობისა, მირონცხებისა, აღსარებისა, ზიარებისა, ქორწინებისა, ავადმყოფზე სრულდება საიდუმლო ზეთის კურთხევისა, საიდუმლოა ასევე მღვდლობა, ანუ ხელდასხმა სამღვდელო ხარისხში. ამ შვიდი საიდუმლოს გარდა ტაძარში სრულდება სხვადასხვა ლოცვა: პარაკლისი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის, პანაშვიდი და წესის აგება განსვენებულთათვის, წყლის, მარილის კურთხევა და სხვა; ყოველივე ეს იმიტომ შეგახსენეთ, რომ ქრისტიანმა გაიგოს, არ არის საკმარისი იყო მორწმუნე, აუცილებელია ეკლესიურობა, რომ ეკლესია საიმედო გემია აბობოქრებულ ზღვაში.
თემატური კითხვები
0