
ავტორი:
ილია II
ჩვენი მრწამსი, ჩვენი სარწმუნოების ყველა საყრდენი ქრისტეს აღდგომის, სიცოცხლის მიერ სიკვდილის ძლევის
ჩვენი მრწამსი, ჩვენი სარწმუნოების ყველა საყრდენი ქრისტეს აღდგომის, სიცოცხლის მიერ სიკვდილის ძლევის ფაქტზეა დაფუძნებული. და უკუეთუ ქრისტე არა აღდგომილ არს, ამაო არს სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი (1 კორინ. 15,17) - წერს მოციქული პავლე. მაცხოვრის მაცხოვნებელი ტანჯვისა და სიკვდილის აზრი აღდგომამ საცნაურ ჰყო. მხოლოდ აღდგომის შემდეგ დაიწყო კაცობრიობამ ქრისტეს სხეულში - ეკლესიაში გაერთიანება.