ავტორი:
სულხან-საბა ორბელიანი
თემა:
სიკვდილი
ნუ, ძმაო! ზედასა-ზედა ვიგონებდეთ სიკვდილსა და განვემზადებოდეთ მისთვის და ვსტიროდეთ, მოველოდეთ
ნუ, ძმაო! ზედასა-ზედა ვიგონებდეთ სიკვდილსა და განვემზადებოდეთ მისთვის და ვსტიროდეთ, მოველოდეთ წარსვლასა ჩვენსა, გულისხმა ვყოფდეთ საწუთოისა სიმოკლესა, შევიშინებდეთ საუკუნოისა მის სატანჯველისაგან, სასოება გვაქვნდეს მკვდრეთით აღდგომისა, ვიგონებდეთ მეორედ მოსვლასა დიდისა მეუფისასა მოვიხსენოთ ხილვა საშინელისა მის დღისა, რომლისა წარდგომად ვართ, რათა არა ვიპოოთ განუმზადებელ ხელთა შინა მპარავისა მის სიკვდილისა, რომელსა ნებავს მოკვლა ჩვენი, და ჩვენცა განვემზადნეთ და ვიყოფოდეთ განკრძალვით.
მოვიმტკიცნეთ სინანული ციხად ჩვენდა, მოვივლნეთ ზღუდედ ლოცვანი მხურვალენი, შევზიდნეთ ნუზლად გლახაკთ-მოწყალებანი, განვამრავლნეთ წყლად ცრემლნი მწარენი, დავიდგინნეთ ებგურად მოღვაწებანი, შევიმოსნეთ ჯაჭვად სიმართლენი, შევიბნეთ მახვილად მოყვასთა სიყვარული და ამათ მიერ ვყვნეთ თავნი ჩვენნი, რათა განმზადებული შევემთხვივნეთ მტერსა ჩვენსა სიკვდილსა და ვერღარარა საჯაბნე პოოს ჩვენ თანა, და ესრეთ განწმედილი მივეახლნეთ ჩვენთვის სიკვდილად დასჯილსა ქრისტესა, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

|