ავტორი:
წმ. ილია მართალი
თემა:
ეკლესია
ვერავინ ვერ იტყვის, რომ კარგად წაკითხვა წაკითხვისა ბევრს არ ჰმატებდეს წაკითხულსა და ბევრრიგად
ვერავინ ვერ იტყვის, რომ კარგად წაკითხვა წაკითხვისა ბევრს არ ჰმატებდეს წაკითხულსა და ბევრრიგად სასურველი არ იყოს ყველგან საერთოდ და იქ ცალკე, საცა გრძნობა გრძნობას ელაპარაკება, რომ გული აღძრას ნელისა და წყნარის აღტაცებისა და სასოებისათვის... ეს ამისთანა ადგილი ეკლესიაა, რომლის ზარი მიიწვევს ხოლმე ხალხს ლოცვისათვის და წასაკითხი კიდევ საღვთო წერილია, რომლის მაღალმეტყველებამ უნდა განმსჭვალოს მთელი კრებული მლოცველთა ერთიანის სასოებითა და ღვთის მიმართ აღმაფრენით.
ჩვენთა წინაპართა კარგად ესმოდათ, რა დიდი ზემოქმედება აქვს კარგად წაკითხულს საღვთო წერილს ეკლესიაში, საცა დიდება და სახელი ღვთისა შეჰკრებს ხოლმე ღვთისმოსავს ხალხსა საერთო ლოცვისა და ცედრებისათვის. კარგად ესმოდათ და ძვირადაც აფასებდნენ კარგად მკითხველს მღვდელსმთავარს თუ დიაკვანსა. ჩვენ ზოგიერთი იმისთანა მაგალითებიც ვიცით, რომ ყმობიდამაც კი გაუთავისუფლებიათ კაცი მარტო იმისთვის, რომ კარგი კითხვა სცოდნია საღვთო წერილისა.

|