თემა: ეკლესია

იესო ქრისტესადმი უსაზღცრო სიყვარულის შემწეობით მისი ეკლესია დაფუძნების პირველი საუკუნეებიდანვე

იესო ქრისტესადმი უსაზღცრო სიყვარულის შემწეობით მისი ეკლესია დაფუძნების პირველი საუკუნეებიდანვე საშინელი დევნა-შევიწროების მიხედავად, ურყევად დგას და მომავალშიც ურყევად იდგება. ქრისტეს ეკლესიის დაუძინებეილი მტერი, იმავე პერიოდიდან ყველა ღონეს ხმარობდა ეკლესიის გასათიშად. სიცრუე - ჭეშმარიტების წილ, ეს ნაცადი ხერხი იყო ერეტიკისებისთვის და ასეთად რჩება დღესაც. ზოგიერთი მწვალებელი ახერხებდა შემოეკრიბა თავის ირგვლილ თანამოაზრეები, როგორც ეს პირველი საეკლესიო კრების წინ თავს იდვა არიოზმა. დედა ეკლესიიდან გასულნი, მწვალებლური რელიგიური დაჯგუფებები, შემდგომ სექტებად ყალიბდებოდნენ და იმის გამო, რომ ეს დაჯგუფებანი მოკლებულნი იყვნენ სულიწმიდის მადლს, ვერ უძლებდნენ დროს და ქრებოდნენ სარბიელიდან. საინტერესოა კიდევ ერთი გარემოება. ერეტიკული სწავლბების მიღმა უმთავრესად პატივმოყვარე, ამპარტავანი სასულიერო პირები იდგნენ. ისინი არ იყვნენ სულიწმიდის მადლით შემოსილნი, რაც იმაში ვლინდებოდა, რომ დიდებას ეძიებდნენ ქრისტიანული იდეის ღალატისა და ადამიანთა ცდუნების გზით. იმ დროს, როდესაც ეკლესიის პირველმა მღვდელმთავარმა იესო ქრისტემ, პირიქით, თავი დასდვა, საკუთარი სიცოცხლე გასწირა ადამიანთა ხსნისათვის. დედა ეკლესიიდან განდგომილი ადამიანები კვდებოდნენ, მაგრამ არ კვდებოდა ის, ვინც მათ ჩაუნერგა აზრი განდგომილებისა. სიცრუის დაუღალევი მეუფე - სატანა დღესაც ცოცხალია. იგი დღესაც აღასრულებს თავის ბინძურ საქმეებს... მას ხელი არ მიუწვდება ზეციურ ეკლესიაზე და გააფთრებული ებრძვის მიწიერ ეკლესიას. მას სურს ეკლესიას მოსწყვიტოს რაც შეიძლება მეტი ადამიანი, რადგან იცის, რომ ეკლესიის გარეთ დარჩენილი ადამიანები ცხოვრობენ ღვთის გარეშე და განწირულნი არიან წარსაწყმედლად.
 
თემატური კითხვები
0