ავტორი:
მთავარეპისკოპოსი ზოსიმე
თემა:
ეკლესია
საყვარელნო ძმანო, ეკლესიაში შესვლით ჩვენ ზეციურ სამყაროში ვხვდებით, რადგან ტაძარი ღვთის სამყოფელია.
საყვარელნო ძმანო, ეკლესიაში შესვლით ჩვენ ზეციურ სამყაროში ვხვდებით, რადგან ტაძარი ღვთის სამყოფელია. ტაძარში შესვლით ჩვენთვის, მოკვდავთათვის, შესაძლებელი ხდება დედამიწაზევე განცდა ზეციური სიკეთისა. ამიტომ, ძმანო, ცხოვრებისეულ საზრუნავს ზეციურ სამყოფელში ნუ შევიტანთ. ტაძარში შესვლამდე ვფიქრობდით, ვმეტყველებდით და ვზრუნავდით ცხოვრებისეულს, ქვეყნიურს, - ტაძარში შესვლის შემდეგ კი ზეციური გვმართებს ფიქრიცა და საზრუნავიც. გახსოვდეთ ძმანო, რომ სწორედ აქ, ამ წმიდა ადგილზე უნდა მოხდეს ჩვენი განწმენდა-განბანვა ქვეყნიური ბიწისა და ჭუჭყისაგან და ამაღლება ღვთისადმი. თუ აქ შემოსულნი არ შევიცვლით ქვეყნიურ სამოსს ზეციურით, მაშინ უმჯობესი იყო, საერთოდ არ შემოვსულიყავით.
|