ავტორი:
მთავარეპისკოპოსი ზოსიმე
თემა:
ეკლესია
უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მის მიერ დაარსებულ ეკლესიას მიანიჭა განსაკუთრებული პატივი: 1. შეურყევლობა
უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მის მიერ დაარსებულ ეკლესიას მიანიჭა განსაკუთრებული პატივი: 1. შეურყევლობა და 2. შეუცდომლობა.
ქრისტიანული ეკლესიის შეურყევლობა მდგომარეობს იმაში, რომ იგი იარსებებს ვიდრე დასასრულამდე ქვეყნიერებისა იმ სახით, როგორც იქნა მოწყობილი მაცხოვრისა და მოციქულების მიერ. არსოდეს არ იცვლება ის ღვთის მადლისაგან, ყველა საეკლესიო საიდუმლოება შესრულდება ქრისტეს მეორედ მოსვლამდე.
ეკლესიის შეურყევლობა ნიშნავს მის შეუცდომლობასაც. იგია ჭეშმარიტი და შეუცდომელი განმმარტებელი საღვთო სჯულისა და გარდამოცემისა.
შეურყევლობა და შეუცდომლობა ეკლესიისა ეფუძნება მაცხოვრის შემდეგ სიტყვებს: "კლდესა ზედა აღვაშენო ეკლსიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას" (მათ. 16, 18). ე.ი. ვერავითარი მწვალებლობა, ერეტიკული მოძღვრებანი და მტრები ვერ მოერევიან მას. ვერავითარი დევნა-შევიწროება, თვით ანტიქრისტეც ვერ შეარყევს ძლიერებას ქრისტეს ეკლესიისას. აი, ამ შეურყეველ და შეუცდომელ ეკლესიაში უნდა მოხდეს ადამიანის ხსნა. წმ. მოციქული პეტრე თავის ეპისტოლეში ეკლესიას ადარებს ნოეს კიდობანს: როგორც წარღვნის დროს გადარჩა ის, ვინც მოასწრო კიდობანში შესვლა, ისე საყოველთაო დაღუპვას შეიძლება გადაურჩეს მხოლოდ ის, ვინც ნათლისღების წყალობით გახდება ქრისტეს ეკლესიის წევრი და დროზე შეუდგება მის მცნებათა აღსრულებას

|