ავტორი:
წმ. ილია მართალი
თემა:
ეკლესია
ჩვენი უწინდელი სამღვდელოებაც იმის ცდაში იყო, რომ კარგად გაწვრთნილ ყოფილიყო კითხვაში. მათ კარგად
ჩვენი უწინდელი სამღვდელოებაც იმის ცდაში იყო, რომ კარგად გაწვრთნილ ყოფილიყო კითხვაში. მათ კარგად იცოდნენ, რომ როცა ლოცულობთ, ღვთის მიმართ ხელთ აღპყრობა, სარწმუნოებრივი აღტაცება, გულითადი სასოება, გულის ძვრა მადლისა და სიკეთისათვის ბევრად დამოკიდებულია საღვთო წერილის კარგად წაკითხვაზედ. მათ კარგად იცოდნენ, რომ ეკლესია სახლია ღვთისა, საც ახლხი თავს იყრის, რომ მღვდელმსახურთა წინამძღვრობით ერთად ილოცონ, ერთად ევედრონ, ერთად იგემონ ის წყნარი და უცოდველი სიტკბოება, რომელსაც გაღვიძებული გრძნობა სარწმუნოებისა მოუვლენს ხოლმე ღვთისმოსავს ადამიანს. აი, რა მიიზიდავდა, რა მიიწვევდა ხოლმე ჩვენში მლოცველს წირვა-ლოცვაზედ უწინდელ დროში.
იეოს ქრისტემ ბრძანა, საცა ორი და სამი შეიკრიბებიან სახელითა ჩემითა, მეც თქვენთანა ვარო და ეკლესიამ, წირვაა თუ ლოცვა, უნდა გვაგრძნობინოს ჩვენთან ყოფნა ქრისტესი, როცა ერთად თავმოყრილი ვართ ეკლესიაში. ამას მარტო კარგად და სასოებით წაკითხულ საღვთო წერილით გვაგრძნობინებს ხოლმე იგი წმინდა საკრებულო, რომელსაც სახლი ღვთისა ჰქვიან. აი, მიზეზი, რომ დიდი და პატარა უწინდელ დროში მიისწრაფებოდა ეკლესიაში სალოცავად, როცა წირვისა და ლოცვის ზარი სამრეკლოდამ გაიხმაურებდა.

|