ავტორი:
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
თემა: სიყვარული, ბოროტება, მიტევება
37. ვინც თავისი გულმოდგინებით სიყვარულის ნაყოფი მოიმკო, ის აღარ განშორდება მას, ათასგვარი ბოროტებაც რომ იგემოს. ამაში გვარწმუნებენ ქრისტეს მოწაფე - სტეფანე და მისი მსგავსნი და თავად ქრისტე უფალი, რომელიც მის მკვლელთათვის ევედრებოდა მამას და სთხოვდა მას, მიეტევებინა მათთვის, რამეთუ არა იცოდნენ, რას იქმოდნენ (ლკ.23,24).