
ავტორი:
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
თემა: გულისწყრომა, გულისთქმანი, ეშმაკი, ბოროტება, განსჯა
5. განუსჯელი გულისწყრომა, უგუნური გულისთქმა, წინდაუხედავი ოცნება არის დემონებში არსებული ბოროტება, ამბობს ნეტარი დიონისე, მაგრამ განუსჯელობა, უგუნურება და წინდაუხედაობა გონიერ ქმნილებებში განსჯის უნარის, გონიერებისა და წინდახედულობის დაკარგვის შედეგია. რაიმეს დაკარგვა კი მხოლოდ მისი ქონების და ფლობის შემდეგ შეიძლება. მაშასადამე, იყო დრო, როცა მათში განსჯის უნარიც, გონიერებაცა და მოკრძალებული წინდახედულებაც სუფევდა. თუკი ეს ასეა, მაშინ დემონები თავისი ბუნებით არ ყოფილან ბოროტნი; მაგრამ ბუნებრივი ძალების ბოროტად გამოყენების შედეგად ისინი ბოროტნი გახდნენ.