
ავტორი:
ილია II
თემა:
ეკლესია
ზეცა მიწაზე, - ასე უწოდებს ეკლესიას დიდი მამა, წმ. გერმანე - პატრიარქი კონსტანტინეპოლისა. და
ზეცა მიწაზე, - ასე უწოდებს ეკლესიას დიდი მამა, წმ. გერმანე - პატრიარქი კონსტანტინეპოლისა. და მართლაც, აქ ხდება შეერთება ზეციური და მიწიერი ეკლესიისა. ზეციური ეკლესია, რომელიც არის ანგელოზთა, მოციქულთა, წმინდანთა და ჩვენს დიდებულ წინაპართა მთელი დასი, ლოცვის და წირვის დროს უკავშირდება მიწიერ ეკლესიას, რომელსაც წმ. მამები მებრძოლ და მოგზაურ ეკლესიას უწოდებენ და იქმნება ერთიანი განუყოფელი სხეული ქრისტესი. ამით სრულდება აღთქმა მაცხოვრისა, ამაღლების შემდეგ რომ დაუდო თავის მოწაფეებს და მათ მიმდევართ: "მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა" (მათე 18,20).