ავტორი:
წმ. ანტონი დიდი
თემა: ღმერთზე მინდობა
144. ჭეშმარიტად მოაზროვნე სული, ხედავს რა უკეთურთა კეთილდღეობას და უღირსთა ბედნიერ ყოფას, არ მშფოთვარებს მათი ამცხოვრებისეული განცხრომის წარმოდგენისას, როგორც ეს ემართებათ განსჯის უნარს მოკლებულ ადამიანებს, რადგან ნათლად უწყის მან ბედ-იღბლის უმდგრადობაც, ამა ყოფის უსახურობაც, ამ ცხოვრების სწრაფწარმავლობაც და სამართლიანობის მოუსყიდველობაც. სწამს თავისი თავის შესახებ ამგვარ სულს, რომ არ იქნება იგი ღვთისგან უყურადღებოდ დატოვებული აუცილებელი საზრდოს გარეშე.