წყარო:
მამობრივი დარიგებანი
როგორც კი დააპირებს ყურში რაიმე წაგისისინოს

ყურადღებას ნუ მიაქცევ, რასაც მტერი გეუბნება. როგორც კი დააპირებს ყურში რაიმე წაგისისინოს, მაშინვე თქვი: „უფალო, იესო ქრისტე, შემიწყალე მე“ ან „მაცხონე მე“. სწრაფად და გამუდმებით იმეორე ლოცვა და მალე ნახავ, როგორ შესუსტდება გულისსიტყვა, უფრო სწორად, მისი ზემოქმედება და ვეღარც კი გაიხსენებ, რის თქმას აპირებდა შენთვის.
ეს გზა უფრო ადვილი და შედეგიანია, ვიდრე ეშმაკის ნაკარნახევ გულისსიტყვებზე შეპასუხებით შეწინააღმდეგება, რადგან როცა დემონი განგვეშორება, მისი ნათქვამიდან ნაშთი და აჩრდილიც კი არ რჩება. შეპასუხების შემთხვევაში კი, მართალია, ბოროტი მარცხდება და მიდის, მაგრამ ტოვებს იმის ნაშთსა და აჩრდილს, რასაც სულს აწვდიდა და ადამიანს გადატანილი ბრძოლის მსუბუქი მოგონება მაინც რჩება.
პირველი ხერხი, დაუყონებლივ ლოცვას მივმართოთ, უფრო შვების მომგვრელია და სული სწრაფად მშვიდდება, მაშინ როცა მეორე – შეპასუხებით შეწინააღმდეგება – დამღლელია. თუ სულმა გულისსიტყვების შეპასუხებას თავი ვერ გაართვა, შესაძლებელია, ეშმაკმა, რომელსაც ადამიანის დარწმუნების დიდი გამოცდილება აქვს, შესაბამისი ჭრილობები მიაყენოს მას.