წყარო:
მამობრივი დარიგებანი
როცა ბოროტი, ცოდვის გულისსიტყვაზე თანხმობით, ადამიანს დამნაშავედ აქცევს, სულიწმიდის მადლი ისე
როცა ბოროტი, ცოდვის გულისსიტყვაზე თანხმობით, ადამიანს დამნაშავედ აქცევს, სულიწმიდის მადლი ისე განეშორება, როგორც ფუტკარი – კვამლს და სულს მადლისა და სიხარულის გარეშე, მოწყინებითა და მწუხარებით აღსავსეს ტოვებს. მაგრამ, თუ ბოროტ წარმოსახვას გონებაში გამოჩენისთანავე შევებრძოლებით, აღმოვფხვრით და უკუვაგდებთ, თუ მონდომებითა და მოშურნეობით დაუყოვნებლივ ავიტაცებთ სულის მახვილს – ჩვენი იესოს წმინდა ლოცვას – მაშინვე დავინახავთ, როგორ დაგვტოვებს ქურდულად შემოპარული ბოროტი გულისსიტყვა და გამარჯვებას იმ მბრძანებელ გულისსიტყვას დაუთმობს, რომელიც ღვთის მადლმა და მოწყალებამ განამტკიცა.