ავტორი:
ილია II
თემა:
ეკლესია
არა უხმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ სნეულთა!
არა უხმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ სნეულთა!
ეკლესია, უპირველეს ყოვლისა, მათთვისაა, ვინც ცოდვილია და დაღუპვისაკენ მიექანება; ეკლესიის განკითხვა ამგვარი ადამიანების თავის წიაღში მიღებისათვის ფარისეველთა ქრისტიანობაა, რადგან ქრისტეს, რომელიც ხშირად იყო მეზვერეებთან და ცოდვილებთან, ამის გამო სწორედ ფარისეველნი განიკითხავდნენ; უფლის პასუხი კი ასეთი იყო: "არ უხმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ სნეულთა".