ავტორი:
წმ. მარკოზ მონაზონი(განშორებული)
თემა: აღსარება
152. როდესაც გონება თავისი თავის უარყოფის გზით მოიპოვებს ურყევ სასოებას, მაშინ მტერი, თითქოსდა აღსარების საბაბით, წარმოუსახავს მას წარსულ უკეთურებებს, რომ ღვთის მადლით დავიწყებული ცოდვები კვლავ გააღვივოს და ფარულად ავნოს ადამიანს, რადგან მაშინ ეს ადამიანი, რომელიც უკვე გაცისკროვნებულია და ვნებათმოძულე, იძულებით დაბნელდება, თანააღირევა რა თავის ძველ შეცოდებებში, ხოლო თუ, მით უმეტეს, ჯერ კიდევ ბურუსშია (გაურკვევლობაშია, მერყევია) იგი და ჯერაც გემოთმოყვარეა, უთუოდ გაიხანგრძლივებს წარსულის მოგონებას და ვნებიანად შეეტკბობა მტრის თავდასხმებს, ისე რომ არათუ აღსარება აღმოჩნდება ამგვარი გახსენება, არამედ ადრინდელის კვლავ გაცოცხლება.