ავტორი:
წმ. მარკოზ მონაზონი(განშორებული)
თემა: ცოდვა
151. ძველი ცოდვები, წარმოდგენითად დამახსოვრებულნი, ზიანს აყენებენ კეთილმსასოებელს, რადგან თუ, ერთი მხრივ, მწუხარებით ხდება ამ ცოდვათა გაცოცხლება გონებაში, სასოებისგან განდგომას იწვევენ ისინი (იწვევენ იმიტომ, რომ ამ ცოდვათა სიმძიმე შეწყალების იმედს უქრობს შემცოდეს და იგი სასოწარკვეთაში ვარდება), ხოლო თუ, მეორე მხრივ, მწუხარების გარეშე წარმოგვესახებიან, კვლავ შემოაქვთ ძველი სიბილწე (ე.ი. რადგან ცოდვათა გახსენებას წუხილი და სინანული არ ახლავს, შემცოდე კვლავ ჩაიდენს მათ).