
ვინც უმანკოებით, სიმდაბლითა და ურისხველობით აღუდგება წინ, ის კლავს მოწინააღმდეგეს და ქვიშაში მარხავს
ვინც უმანკოებით, სიმდაბლითა და ურისხველობით აღუდგება წინ, ის კლავს მოწინააღმდეგეს და ქვიშაში მარხავს მას. ქვიშა სიმდაბლეს განასახიერებს, რადგან ვნებებისთვის საძოვარს არ აღმოაცენებს, არამედ მიწაა იგი და ნაცარი. ვიღაც ამ მტანჯველს ღვაწლით შებორკავს, ვიღაც - სიმდაბლით, ვიღაც - საღმრთო ნიჯით და გამოცხადებით. პირველი ცისკრის ვარსკვლავის მსგავსია, მეორე - სავსე მთვარის, ხოლო მესამე - ბრწყინვალე მზისა. მაგრამ სამივე ზეცის მოქალაქეა და როგორც პირველად ცისკარი გამოჩნდება, შემდეგ მოეფინება ნათელი და ბოლოს მზეც გამობრწყინდება, სწორედ ამ სახით უნდა წარმოვიდგინოთ ზემოთქმული.
|