თემა: იესოს ლოცვა

100. დიდი უმოღვაწესი დავითი ამობს უფლისადმი: „ჩემს ძალმოსილებას შენდამი დავიცავ“ (ფს. 58.10). ამრიგად, ჩვენს შიგნით „დაცულობა“ გულისმიერი და გონითი მყუდროების „ძალმოსილებისა“, რისგანაც იშვება ყველა სათნოება, განპირობებული ხდება ჩვენდამი უფლისმიერი შეწევნის გზით, რომელიც ჩვენ, მის მიმართ უწყვეტად მხმობელთ, მცნებებსაც გვაძლევს და იმ უკეთურ მოვიწყარობასაც დევნის ჩვენგან, რაც ყველაზე მეტად გულისმიერ მყუდროებას ანადგურებს, ისევე როგორც წყალი – ცეცხლს. ამიტომ, მონაზონო, უგულისყურობის გამო ნუ დაიძინებ სიკვდილისათვის (შდრ. ფს.12.4), არამედ იესოს სახელით გვემე მტრები და, როგორც თქვა ვინმე ბრძენმა, იესოს სახელი შეეწებოს შენს სუნთქვას, და მაშინ შეიცნობ სარგებელს მყუდროებისას.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები