ავტორი:
წმ. ევსუქი ხუცესი
თემა: სულიერი მღვიძარება
133. მოგზაური, რომელიც აპირებს შორეულ, ძნელად სავალ და მძიმე გზას დაადგეს, ამასთან შიშობს, უკან დაბრუნებისას გზა არ აებნეს, თავისი მოგზაურობის დროს გარკვეულ სანიშნეებსა და გზის მაჩვენებლებს ამაგრებს, თავისიანებთან უკან დაბრუნება რომ გაუადვილოს. მღვიძარების გზით მავალი ადამიანი, მეორე მხრივ, სიტყვებს აღმართავს, იმავეს შიში აქვს რა მასაც (გულისხმობს მოძღვართა შეგონებებს, რომელთა გათვალისწინების გარეშე დიდია საფრთხე გზის აბნევისა).
134. მაგრამ მოგზაურს იქ დაბრუნება, საიდანაც გამოვიდა, სიხარულს ანიჭებს, მღვიძარისთვის კი უკან მიბრუენბა ესაა დაღუპვა მოაზროვნე სულისა და ნიშანი მისი განდგომისა ღვისსათნო საქმეთა, სიტყვათა და ფიქრთაგან, რის გამოც, სულის სიკვდილშემმოსველი ძილის ჟამს, შემოეჯარებიან გულისზრახვანი როგორც ნესტარნი, რომლებიც გახსენების გზით აღადგენენ მას გახევებისა და მცონარებისგან, უგულისყურობის გამო რომ შეემთხვა.