ავტორი:
წმ. ევსუქი ხუცესი
თემა: აღსარება
135. შეჭირვებებში, სასოწარკვეთასა და უიმედობაში ჩავარდნილებს გვმართებს ის ვაკეთოთ, რაც – დავითმა: „გავფინოთ ჩვენი გული ღვთის მიმართ“ (შდრ. ფს. 141.3; ფს. 61.3) და ჩვენი ვედრება და შეჭირვება, როგორც წესი, მივუთხროთ უფალს“, რადგან აღსარებას ვეუბნებით ღმერთს, როგორც შემძლეს იმისას, რომ ბრძნულად განაგოს ჩვენი საქმენი, თანაც, თუ გვარგებს, შეჭირვება გაგვიადვილოს და გამოგვიხსნას დამღუპველი და გამხრწნელი მწუხარებისგან.