ავტორი:
წმ. ევსუქი ხუცესი
თემა: იესოს ლოცვა
197. კიდევ, ღრუბლების გაყრისას ჰაერი დაწმენდილი ხდება, ხოლო სიმართლის მზის, იესო ქრისტეს მიერ ვნებადი წარმოსახვების გაფანტვას უთუოდ ის სჩვევია, რომ მბრწყინავი და მოელვარე გულისზრახვები წარმოშვას გულში, რომლის ჰაერიც იესოს მიერ ნათდება, რადგან ეკლესიასტე ამბობს: „უფალს მინდობილნი გულისხმაყოფენ ჭეშმარიტებას და მორწმუნენი სიყვარულით თანამყოფობენ მასთან (სიბრძ.სოლ. 3.9).