image

თემა: რწმენა

ცოდვა ყოვლისა კაცისათვის უფრო ადვილია, ვიდრე სათნოება; ამაზე მას დაარწმუნებს თვით კაცის ბუნება, ვინაიდგან იგი ხედავს, რომ ბუნება მისი არის ფრიად მიდრეკილი ცოდვისადმი; თუ სარწმუნოებისა ჩემისაგან არა ვარ შეგონებული და გაღვიძებული, რამ მაიძულოს მე, რამ შემაგონოს, რამ გამიღვიძოს ცოდვის მორიდება და სათნოების ძებნა? ის, რაც ჩემი ბუნებისათვის არის საამო და ტკბილი დავტოვო და ვეძიო ის, რომელიც არის ძნელი, მძიმე, რომელიც მოითხოვს ჩემგან დიდსა შრომასა, მოთმინებასა, იძულებასა, ესე იგი, სათნოება და სიწმიდე? თუკი ახლაც, როდესაც რომ ცალკე ჩემი სარწმუნოება ხან მაშინებს, ხან მაწვალებს, ხან მანუგეშებს და მით შემაძულებს ცოდვასა, ცალკე სამოქალაქო სჯული ცოდვის და უსჯულო საქმისათვის მექადნის სასჯელსა, ცალკე თვით ჩემი ჭკუა და სინიდისი მამხილებს, რომ მოვერიდო ცუდ საქმეს, მაინც ვხედავ, რომ ცოდვა ძლიერია ჩემს ბუნებაში, იგი მაინც ხშირად წამიტაცებს მე, რაღა იქმნება და რაღა აღმიკრძალავს მე ცოდვის მოქმედებას, თუ სარწმუნოება აღარ არის ჩემს გულში?
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები